სასწავლო
პროექტი
1
|
პროექტის დასახელება
|
,,ჩვენი
ენა ქართული“
|
2
|
პროექტის აქტუალობა
|
მოსწავლეები გაეცნობიან ინფორმაციას მშობლიური ენის შესახებ , დაინახავენ
იმ საჭიროებებს, რომელიც დაეხმარებათ ქართული ენის სიყვარულში და სწორი მეტყველების
უნარის განვითარებაში. ისწავლიან ქართული ანბანის და ენის ისტორიას, გაეცნობიან ბარბარიზმებს და
იზრუნებენ არ გამოიყენონ საუბრის დროს .პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს საკითხის
გააზრებაში და ქართული ენის სიწმინდის დაცვაში.
|
3
|
მიზანი
|
·
საკითხის შესასწავლად
ინფორმაციის მოძიების უნარების განვითარება
·
სწორი მეტყველების ჩამოყალიბება
·
კრიტიკული აზროვნების
უნარის განვითარება
·
ქართველ მწერალთა ნაწარმოების
გაცნობა და მხატვრული კითხვის უნარის განვითარება
·
ბარბარიზმების შეგროვება
·
პოსტერების დამზადება
და ინფორმაციის დახარისხება
|
4
|
მოსწავლეთა ასაკი
|
8-9 წელი
|
5
|
პროექტის
ხანგრძლივობა
|
1 თვე
|
6
|
მოსალოდნელი შედეგები
|
პროექტი დაგეგმილია მოკლევადიანი და გრძელვადიანი
აქტივობებით
მოკლევადიანი: 1.ინფორმაციის მოძიება
2. ნაწარმოებების
მხატვრული კითხვა
3.გამონათქვამების ,ლექსების
ანალიზი
გრძელვადიანი:
1.ბარბარიზმებზე მუშაობა
2.საპრეზენტაციო
მასალის მომზადება.
3.პროექტის
შემაჯამებელი აქტივობის დაგეგმვა
4.სამუშაო პროცესის
ამსახველი ფოტო- ვიდეო მასალის გადაღება
მატერიალური
რესურსები: წიგნები, მარკერები, ფორმატი,ცარცი,დაფა , კომპიუტერი, ინტერნეტი და სხვა.
ადამიანური რესურსი- მოსწავლეები,მასწავლებელი
|
6.
|
აქტივობების შესაბამისობა მიზანთან
|
პროექტში მოცემული აქტივობები საშუალებას იძლევა მივაღწიო
მიზანს ,კერძოდ პატარები შეძლებენ: ქართული ენის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას,
ქართველ მწერალთა ნაწარმოებების გაცნობას და ანალიზს .კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას, პრეზენტაციის
უნარის და აუდიტორიის წინაშე წარდგენის უნარის ჩამოყალიბებას, ბარბარიზმებზე ინფორმაციის
შეგროვებას და ქართული ენის სიწმინდის დაცვის უნარების განვითარებას.
|
7
|
პროექტის მსვლელობა
|
პროექტის მიზანი გავაცანი მოსწავლეებს .მათთან
ერთად შევადგინე გეგმა დროში გაწერილი აქტივობებით, გათვალისწინებული მქონდა რა მოსწავლეთა
ასაკი ,აქტივობები დავგეგმე ასაკის შესაბამისად. პროექტის განმავლობაში ჩავატარე
რამდენიმე მინი ლექცია, დავავალე მოსწავლეებს შესაბამისი ინფორმაციის მოძიება, ჯგუფებმა
დაამზადეს პლაკატები და ქართული ენის შესახებ პოსტერები. წავიკითხეთ და ვისწავლეთ ლექსები ქართულ
ენაზე, შევაგროვეთ ქართველ მწერალთა გამონათქვამები
ენის შესახებ .ჩავატარე დისკუსია თემაზე - როგორ დავიცვათ ქართული ენა უცხო სიტყვებისაგან,
ბავშვებმა გაიგეს რა არის ბარბარიზმები და მივიდნენ დასკვნამდე ,რომ არ გამოიყენონ
უცხო სიტყვები საუბრის დროს ,ამ მიზნით დავამზადეთ ლამაზი სკივრი, მოვათავსეთ საკლასო
ოთახში თვალსაჩინო ადგილზე და დავიწყეთ მასში ბარბარიზმების მოგროვება, ამ აქტივობამ
ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში, მთელი კლასი აქტიურად ჩაერთო და ყოველდღიურად
ათავსებდნენ მასში ფურცლებს ,რომელზეც ეწერა ბარბარიზმი და მისი შესატყვისი ქართული
სიტყვა. ეს პროცესი გრძელვადიანია და პროექტის დასრულების შემდეგაც ვაგრძელებთ ამ
აქტივობას.
პროექტის
შეჯამება დაემთხვა ქართული ენის დღეს 14 აპრილს ,ამ დღეს მიუძღვენით პროექტის შემაჯამებელი
ღონისძიება ,სადაც მოწვეული იყო :მშობლები, დირექცია ,რესურსცენტრის წარმომადგენელი,
პედაგოგები და მოსწავლეები.
|
8
|
პროექტის მონიტორინგი და შეფასება
|
პროექტის მსვლელობისას
მონიტორინგის წარმოება უფრო მობილიზებულს ხდიდა პროცესს, მოსწავლეების აქტიურობა
იყო საინტერესო და აქტიური, რამაც მომცა საშუალება ვყოფილიყავი მხოლოდ ფასილიტატორი- გეზის მიმცემი .მოსწავლეები იცნობდნენ შეფასების სქემებს და კრიტერიუმებს .რაც დაეხმარა მათ თვითშეფასებაში, იყვნენ ერთმანეთის
კრიტიკული მეგობრები. ერთმანეთს ახსენებდნენ სწორი მეტყველების შესახებ, ცდილობენ
ისაუბრონ გამართული ქართულით.
ვთვლი რომ , მიზანს მიაღწია ჩვენმა მუშაობამ.
ბავშვებმა დააგროვეს ცოდნა ქართული ენის შესახებ ,რომელსაც მჯერა მომავალში სწორად
გამოიყენებენ და იქნებიან ქართული ენის სიწმინდის დამცველი ახალგაზრდები.
|
9
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
დაწყებითი კლასის მასწავლებელი ნანა ტყემალაძე
|
10
|
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა
|
Nana.tyemaladze@mail.ru
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
No comments:
Post a Comment