პრაქტიკული
კვლევა
1. შესავალი
სასწავლო
პროცესის სწორად წარმართვაში ერთ-ერთი პრობლემაა მოსწავლეთა შორის წამოჭრილი კონფლიქტების მართვა და კომუნიკაციის უნარების ჩამოყალიბება.პრაქტიკული
კვლევაც ორიენტირებულია სწორედ ამ პრობლემის გადაჭრის მცდელობაზე.
კვლევის ფარგლებში
დაწყებითი საფეხურის პედაგოგებთან ერთად დაიგეგმა და განხორციელდა კონკრეტული აქტივობები.წინამდებარე
ნაშრომი არის პრაქტიკული კვლევის ანგარიში.ნაშრომში განხილულია კომუნიკაციის განვითარებისა და ურთიერთთანამშრომლობის
უნარების ჩამოყალიბების დროს წამოჭრილი პრობლემები
და მათი მოგვარების გადასაჭრელად განხორციელებული
აქტივობები.
კვლევის ვადები
N
|
აქტივობები
|
იანვარი
|
თებერვალი
|
მარტი
|
აპრილი
|
მაისი
|
ივნისი
|
1
|
პრობლემის იდენტიფიცირება
|
+
|
|
|
|
|
|
2
|
კვლევის სავარაუდო გეგმის
შემუშავება
|
+
|
|
|
|
|
|
3
|
ფოკუსჯგუფი
|
+
|
|
+
|
|
|
|
4
|
დაკვირვება
|
+
|
+
|
+
|
+
|
|
|
5
|
კითხვარები
|
|
+
|
|
|
|
|
6
|
მეორადი მონაცემთა ანალიზი
|
|
|
+
|
+
|
+
|
|
7
|
ინტერვენცია
|
|
|
|
|
+
|
|
8
|
შედეგების ანალიზი
|
|
|
+
|
+
|
+
|
|
9
|
პრეზენტაცია
|
|
|
|
|
|
+
|
2. ლიტერატურის
მიმოხილვა
მოსწავლეთა
შორის მეგობრული და ურთიერთპატივისცემაზე აგებული სასწავლო გარემო ერთ-ერთი აუცილებელი
ფაქტორია ,მოსწავლე სკოლაში ხალისით მიდიოდეს და თავს დაცულად
გრძნობდეს,არ ეშინოდეს: დაცინვის,გარიყვის ,ბულინგის და კონფლიქტების.
ეს განსაკუთრებით
აქტუალურია სწავლების პირველ საფეხურზე,როცა 6-7 წლის ბავშვი მისთვის ახალ სამყაროში
შეაბიჯებს.კომუნიკაციის უნარების ჩამოყალიბება
და მოზარდებს შორის კონფლიქტის მართვა
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლისთვის ერთ-ერთი ურთულესი პრობლემაა.
ხშირად
კონფლიქტი,პრობლემები და გაღიზიანება
უკავშირდება იმას,რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ აქტიური მსმენელები.აქტიურ
მოსმენის უნარ-ჩვევებს გამომუშავება სჭირდება.მოსმენა წარმოადგენს ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს უნარ-ჩვევას სწავლისა და სწავლების პროცესის წარმატებით წარმართვისათვის.მასწავლებლის
კომუნიკაციის უნარ-ჩვევები და მისი დამოკიდებულება ასევე დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეების სწორ განვითარებაზე.კომუნიკაციის საუკეთესო ფორმას
წარმოადგენს დიალოგი.დიალოგის დროს მასწავლებლისათვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან
ერთად ფაქტების ანალიზი,სიტუაციის ობიექტური შესწავლა და არა საკუთარი პოზიციის დაცვა.დიალოგმა
უნდა მიგვიყვანოს თანამშრომლობამდე.მასწავლებლისთვის მეტად მნიშვნელოვანის,შეძლოს მოსწავლეების თანაგრძნობით
მოსმენა. ამ უნარების განვითარება ხანგრძლივი პროცესია და მას მუდმივი სრულყოფა სჭირდება.
პრობლემას
სჭირდება ანალიზი და შეფასება.იმისათვის ,რომ პრობლემის გადაჭრის პროცესი უფრო ნათელი
გახდეს, საჭიროა პრობლემის შესწავლა.პრობლემის გადაჭრის შესაძლო ეტაპებია:
·
პრობლემის განსაზღვრა
·
შესაფერისი
ინფორმაციის შეგროვება
·
პრობლემის
გამომწვევი შესაძლო მიზეზების დადგენა
·
პრობლემის
გადაჭრის გეგმის ჩამოყალიბება
·
შედეგების შემოწმება და შეფასება
რა არის კონფლიქტი? ერთ-ერთი ყველაზე ზოგადი განმარტებით, კონფლიქტი-
დაპირისპირებაა ორ ან რამოდენიმე მხარეს შორის. დაპირისპირება- ინტერესების,შეხედულებების,მიზნების-რეალური,ან
წარმოსახული. არსებობს კონფლიქტის მოგვარების ფორმალური,ინსტიტუციონალური სისტემები,როგორიცაა
სასამართლო,პოლიცია,ადვოკატურა....... გარდა ამისა, 70-იან წლებში,დასავლეთში,საზოგადოების
გააქტიურების ფონზე კონფლიქტების მოგვარების ალტერნატიული მეთოდები ჩამოყალიბდა,რომელიც
კონფლიქტების მართვასა და მათი მოგვარების პროცესში მესამე ნეიტრალური მხარის მონაწილეობას
გულისხმობს( მედიაცია,ფასილიტაცია,არბიტრაჯი და სხვა.)
დღეს საქართველოშიც
გაჩნდა იმის აუცილებლობა ,რომ თვ ითოეული ადამიანი
უკეთ ერკვეოდეს კონფლიქტის არსში, რათა თავად დაძლიოს წამოჭრილი სირთულეები და გააცნობიეროს
საკუთარი პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესებში.მნიშვნელოვანია რომ ადამიანი გარედან
კი არ ელოდეს პრობლემის გადაწყვეტას,არამედ თვითონ გააქტიურდეს და შეეცადოს, დაძლიოს
და მართოს იგი.კონფლიქტს გააჩნია როგორც უარყოფითი,ისე დადებითი მხარეები.
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ:
·
არ არსებობს
გამოუვალი სიტუაცია და გადაუჭრელი პრობლემა
·
ურთიერთმისაღები
გადაწყვეტილების მიღწევა შესაძლებელია
·
პრობლემის
მოგვარებისას,არსებითია არა მხოლოდ მატერიალური, არამედ ფსიქოლოგიური დაკმაყოფილებაც;
·
მნიშვნელოვანია
პრობლემური სიტუაციის მოგვარების პროცესი;
კონფლიქტს აქვს დადებითი მომენტებიც:წარმოაჩენს პრობლემას,რომლებიც
მოითხოვენ გადაწყვეტას;კონფლიქტი იძლევა ევოლუციური ცვლილებების საშუალებას,გვეხმარება
იმის გარკვევაში ,თუ ვინ ვართ ჩვენ;კონფლიქტი წარმოადგენს განმუხტვის საშუალებას ,როდესაც
არსებობს წყენა ან მტრული დამოკიდებულება;
კომუნიკაცია
ნებისმიერი
პრობლემური თუ არაპრობლემური სოციალური სიტუაცია ემყარება ურთიერთობას ( კომუნიკაციას)
მხარეებს შორის.
კომუნიკაცია არის ინფორმაციის ურთიერთგაცვლა ადამიანებს
შორის. ამ დროს ადამიანები ატყობინებენ ერთმანეთს
როგორც შინაარსს, ასევე გრძნობებს. ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს როგორც ვერბალური(სიტყვიერი),
ასევე არავერბალური(უსიტყვო).პრობლემის მოგვარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე,თუ რამდენად
ეფექტურია კომუნიკაცია.
ნებისმიერი
ურთიერთობის,კომუნიკაციის პროცესი შემდეგნაირად შეიძლება წარმოვიდგინოთ: მოსაუბრე გადასცემს მსნენელს გარკვეულ
ინფორმაციას,რომელიც შეიცავს შინაარსსა და
ემოციას,ეს ინფორმაცია მის პიროვნებაშია გარდატეხილი.მისი გადაცემა ხდება როგორც ვერბალურად ასევე არავერბალურად .მიღებული ინფორმაცია გარდატყდება
მსმენელის პიროვნებაში .როგორც წესი, მოსაუბრის მიერ გაცემული და მსმენელის მიერ მიღებული შეტყობინება იდენტური არ
არის.მსმენელი უნდა იყოს ორიენტირებული მოსაუბრეზე( მოუსმინოს, გადაამოწმოს, დასვას
შეკითხვები...),ადეკვატურად აღიქვას მოწოდებული
შეტყობინება. არსებობს პრობლემური სიტუაციის
მართვის შემდეგი სტრატეგიები:
·
განრიდება
·
შეგუება
·
კომპრომისი
·
კონკურენცია
·
თანამშრომლობა
ყველა ადამიანს აქვს ტენდენცია, თავისთვის ჩვეული სტრატეგიით
იმოქმედოს ,მაგრამ არ არსებობს უნივერსალური სტრატეგია .თვითოეულ სტრატეგიას აქვს როგორც
დადებითი მხარეები, ასევე თანმხლები ხიფათი.
იმ შემთხვევაში
როდესაც ადამიანი ნაკლებად ზრუნავს ურთიერთობაზე და ასევე,ნაკლებად აინტერესებს საქმე,უმჯობესია,მან
გამოიყენოს სტრატეგია ,,განრიდება“.
თუკი პრობლემურ
სიტუაციაში ადამიანისათვის მნიშვნელოვანია ურთიერთობები,ხოლო საქმე -მეორე ხარისხოვანია,უმჯობესია
გამოიყენოს სტრატეგია-,,შეგუება“. მააშინ ,როდესაც შესაძლებელია,ორმხრივ
დათმობაზე წასვლა,თანაც როგორც საქმეში,ასევე
ურთიერთობაში,ჯობია ავირჩიოთ სტრატეგია,,კომპრომისი“.
სიტუაციაში,როდესაც
მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული საქმეზე და
ნაკლებად ვზრუნავთ ურთიერთობაზე,ყველაზე ეფექტური იქნება ,,კონკურენციის“ არჩევა. არსებოსბს
კიდევ ერთი სტრატეგია,რომლის დროსაც შესაძლებელია,ვიყოთ მაქსიმალურად ეფექტური საქმეშიც
და პარტნიორთან ურთიერთობაშიც.ეს სტრატეგიაა,, თანამშრომლობა“.იგი მაქსიმალურად ეფექტურია ყველა იმ სიტუაციაში,სადაც კი შესაძლებელია მისი
გამოყენება.
რატომ დაწყებით
კლასებში?-ეს პრობლემა მრავალი მეცნიერის დაკვირვების საგანს წარმოადგენს, ფსიქოლოგ
სელმანის აზრით-თანატოლებთან
ურთიერთობა სკოლაში შესვლასთან ერთად მნიშვნელოვანი ხდება მოსწავლეებისათვის. კვლევებით
დადგენილია ,რომ სოციალური კომპეტენტურობით გამორჩეული ბავშვები
უფრო იოლად ეგუებიან სასკოლო გარემოს და ხშირ შემთხვევაში უკეთესი აკადემიური მოსწრებითაც
გამოირჩევიან.
ოჯახიდან ,ან ჩვეული ბაღის გარემოდან მოსული მოსწავლისთვის ძალზედ
მნიშვნელოვანია ,რომ ,, ახალ ოჯახში“ თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს. დაცულობის შეგრძნება კი პირველ რიგში ახალ ჯგუფთან
მიკუთვნებულობა განაპირობებს. რაც მეტად მიღებულია ადამიანი ჯგუფის მიერ და რაც მეტისიყვარულით
ეპყრობიან და აღიარებენ,მით მეტად უვითარდება მას თვითპატივისცემის გრძნობა,რაც ეხმარება
კიდეც ადამიანს თვითრეალიზაციაში.
რობერტ სელმანმა შეისწავლა 7-დან 12 წლამდე
ბავშვების მეგობრული ურთიერთობების და კომუნიკაციის უნარების დინამიკა.მისი კვლევის მეთოდი კოლბერგის
მეთოდის მსგავსი იყო. ისიც ბავშვებს სთავაზობდა დილემურ სიტუაციებს და უსვამდა შეკითხვებს.სელმანმა
ბავშვების მსჯელობაზე დაყრდნობით,მეგობრობის ოთხი სტადია გამოჰყო. პირველი(6-7 წლამდე),მეორე(7-9
წლამდე), მესამე (9-10 წელი) ,მეოთხე
(11-12 წელი). სელმანის თანახმად გარდატეხა მეგობრულ ურთიერთობაში ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანს უჩნდება უნარი,თავი წარმოიდგინოს მეორე ადამიანის
პოზიციაზე.მეგობრობის წყალობით ბავშვები იმეცნებენ სოციალურ ნორმებს და კომუნიკაციის უნარებს,მეგობრობისას
ხდება ,რომ ბავშვები ავსებენ ერთმანეთს. მაგრამ ისეც ხდება რომ ზოგი ბავშვი კლასიდან გარიყული აღმოჩნდება
ხოლმე,ეს საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს ქმნის მათი შემდგომი ადაპტაციისთვის სოციალურ
გარემოში. სამეგობრო წრიდან გარიყული სწორედ ის ბავშვები აღმოჩნდებიან ,რომლებიც ან
აგრესიულობით გამოირჩევიან, ან ზედმეტი სიმორცხვით. გარიყვისა და მუდმივი ფრუსტრაციის
გამო აგრესიულები უფრო მეთად აგრესიულები ხდებიან,მორცხვი და მშფოთვარე ბავშვები კი
მუდმივი თავდასხმის ობიექტები.ბავშვების მდგომარეობა კლასში განაპირობებს მის თვითგრძნობას.არმოჩნდა,
რომ გარიყული ბავშვები საკუთარ წარუმატებლობას
მეტად მიაწერენ გარემო ფაქტორებს,ვიდრე ჯგუფში მიღებული ბავშვები.ჯგუფი არის ბავშვების
შედარებით მყარი ერთობა,რომლებიჩ მუდამ ურთიერთობენ ერთმანეთთან და იზიარებენ ღირებულებებს.ჯგუფის
წევრებს გარკვეული სტატუსიჩ აქვთ,ზოგი ლიდერია ზოგი კი მას ემორჩილება. მაგრამ 6-დან
12 წლამდე ასკის ბავშვების ჯგუფს არ ახასიათებს ძალზედ მკაცრი ნორმები.
დაწყებითი
კლასის მოსწავლეებთან ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს:
პირველ და მეორე კლასელ ბავშვებს უჩვენებდნენ ფილმს ,, პრობლემურ მოსწავლეზე“ (რომელსაც
მსახიობი ასრულებდა) , ის კლასს გარიყული ჰყავდა.ფილმის ყურების შემდეგ მასწავლებელი
ხაზს უსვამდა მოსწავლის დადებით მხარეებს.დისკუსიის დროს მოსწავლეები დადებითად ახასიათებდნენ
მოსწავლეს. ამგვარად ,, პრობლემური“ მოსწავლის
მიღებით,მასწავლებელს შეუძლია მოახდინოს გავლენა
ბავშვის სტატუსზე კლასში.
რას ნიშნავს
ეფექტური კომუნიკაცია?- იგი გულისხმობს არა მარტო ინფორმაციის მიწოდებას,არამედ მიღებას.მისი
მიზანია სასურველი საპასუხო რეაქციის გამოწვევა მეორე ადამიანში. მაშასადამე ეფექტური კომუნიკაციაა,თუ ერთი მხარე
იაზრებს მეორე მხარის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და აკეთებს შესაბამის კომენტარს.
კომუნიკაციის
პროცესი მოიცავს ინფორმაციის გადაცემის,მისი მიღების და მიღებულ ინფორმაციაზე რეაგირების
ეტაპებს.
როგორ დავეხმაროთ
დაწყებითი კლასის მოსწავლეს კომუნიკაციის უნარის განვითარებაში? როგორც უკვე ავღნიშნეთ,სახლის
უსაფრთხო გარემოდან მოსული ბავშვისთვის მეტად მნიშვნელოვანია ახალ,, ოჯახთან“ კლასთან
შერწყმა და მასთან ერთიანობის განცდა.ხშირად ბავშვების ,,არასასურველი ქცევა“ გამოწვეულია
იზოლაციით და მართოობის გრძნობით.ასეთ შემთხვევაში,ბავშვი ასოციალური ქცევიტ,ცდილობს
ყურადღების მიპყრობას.იმისათვის რომ ბავშვმა თავი არ იგრძნოს იზოლირებულად,საჭიროა,რომ
მან მიიპყროს ყურადღება თავისი ,,პირადი ისტორიით“.თუ ვინ არის,ვინ არიან მისი ოჯახის წევრები,რა არის
მისი საყვარელი საქმიანობა.ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია,მასწავლებელმა იზრუნოს თვითპრეზენტაციის
უნარის განვითარებაზე,გამოჰყოს დრო,როდესაც მოსწავლეები შეძლებენ ისაუბრონ საკუთარი
თავის შესახებ ან რაიმე მოვლენაზე საკუთარი მოსაზრებებს დააფიქსირებენ.
ამგვარი გამოცდილება
ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემური ბავშვებისათვის ,რომლებიც დაინახავენ ,რომ მათი ცხოვრება
საინტერესოა პედაგოგისა და მოსწავლეებისათვის
კვლევები
ადასტურებს ,რომ ხანგრძლივი აღმზრდელობითი ეფექტისათვის ,ბავშვის ცუდი საქციელის კორექტირებისათვის
ბევრი წარმატებული მეთოდი არსებობს. კერძოდ ამერიკის პედიატრიის აკადემიაში მიაჩნიათ
, რომ განრისხებული ბავშვის დროებით იზოლაცია(
მაგ. მის ოთახში) ან ბავშვის დატოვება მისთვის რაიმე სასურველის გარეშე კარგად მოქმედებს
ქცევის მართვაზე. ასევე ეფექტიანი ბრძოლის გზაა -კარგის სტიმულირება ,მარტივად რომ
ვთქვათ, ჯობს ბავშვი სწორი საქციელისთვის შევაქოთ ,ვიდრე არასწორისთვის- დავსაჯოთ.
3. პრობლემის შერჩევა
პრაქტიკის
კვლევა ჩატარდა მეორე კლასში,კლასში 15 მოსწავლეა. წინა სასწავლო წლის შედეგების და ანალიზის შემდეგ
მივხვდი ,რომ მომიწია დიდი შრომის გაწევა იმისათვის ,რომ მოსწავლებს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობა დამემყარებია. ამისათვის კვლევის თემის
განზრახვამდე, კვლევის ელემენტები ისედაც მაქვს გამოყენებული, მაგრამ ეს მხოლოდ ელემენტებია
და არა კვლევა.
მიუხედავად
მრავალი აქტივობისა მეორე კლასში კვლავ მიწევს ისეთ ქცევებთან შეხება
,როგორიცაა- ბულინგი ,გარიყვა, კომუნიკაციის
არასასურველი შემთხვევები ,კონფლიქტი......
ამიტომ გადავწყვიტე ჩავატარო კვლევა .აღნიშნული კვლევა გამომდინარეობს
კლასში არსებული სიტუაციიდან. კვლევის თემად
ავიღე: კონფლიქტის მართვა და კომუნიკაციის
უნარები დაწყებით კლასში.
იმედი მაქვს კვლევა დამეხმარება პრობლემებთან გამკლავებაში.
კვლევაში
დახმარებას ვთხოვ კლასში შემსვლელ მასწავლებლებს,გამოვიყენებ მშობლებს,განვსაზღვრავ
კვლევის მეთოდებს და ფორმებს შევადგენ კითხვარებს , როგორც მოსწავლეებისთვის ისე მშობლებისთვის.გამოვკვეთავ
პრობლემის გადაჭრის გზებს.მოვახდენ მონაცემთა
შეკრებას და ანალიზს.გავაკეთებ ჩანაწერებს,რომლის დროსაც გამოიკვეთება დასკვნები და საჭირო რეკომენდაციები.
საკვლევი პრობლემის აქტუალობის დასადგენად შევქმნი დაწყებითი
კლასის მასწავლებლების მეგობართა ჯგუფს.მასწავლებლებთან ჩატარებული შეხვედრების შედეგად შევჯერდებით,რა
არის გასაუმჯობესებელი და რა შეიძლება იყოს აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზი.
გამოითქვა ვარაუდები,რომ
პრობლემის გამომწვევი ფაქტორები შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს.მაგ.:
·
ფიზიკური
გარემოს ცვლილება
·
სოციალური
მდგომარეობა
·
ინდივიდუალური
თავისებურებები
·
ყურადღება
მშობლების მხრიდან
·
თვითშეფასების
დაბალი უნარი
4. მეთოდოლოგია
კვლევის თემიდან გამომდინარე ,ყველაზე
მეტად დამეხმარა დაკვირვება , გამოვიყენე როგორც ,,უბრალო“ ასევე ,,ჩართული ‘’დაკვირვება.დაკვირვებას ვახდენდი
თვითოეულ მოსწავლეზე,განსაკუთრებით გამოიყო რამდენიმე მოსწავლე რომლებსაც უჭირთ კლასში
კომუნიკაციის დამყარება,გამოხატავენ თვითდამკვიდრების
მიზნით უხეშ ქცევას. მოსწავლეთა გამოკითხვამ მიჩვენა, როგორ განიცდიან მოსწავლეები, როცა კლასელი უსამართლოდ
ექცევა, გამოიკვეთა რამდენიმე მიზეზი რატომ ხდება კონფლიქტი და რა იწვევს მას.
პედაგოგებთან დამატებითი გასაუბრება
პრობლემა იდენტიფიცირებულია, წინასწარი
ვარაუდებიც გამართლდა, თუმცა სამოქმედო გეგმის დასახვამდე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ
გავსაუბრებოდი კოლეგებს. საუბრის მიზანი
გახლდათ პედაგოგების მოსაზრების მოსმენა და მათი გამოცდილების გაზიარება.
პედაგოგებს მივმართე ღია კითხვით: ,,რა ხერხებს/მეთოდებს/აქტივობებს
მიმართავთ მოსწავლეთა შორის კომუნიკაციის უნარების განვითარებისათვის?
პედაგოგთა უმეტესობა, განსაკუთრებით
დამრიგებლები ასახელებდნენ აქტივობებს, როგორიცაა: ექსკურსია, კლასის საათი,
მუზეუმსა თუ თეატრში მოსწავლეთა წაყვანა. აღნიშნეს, რომ მათ დამატებით ეხმარებათ
ლიტერატურული ტექსტები. ნამდვილი მკითხველობა ისედაც გულისხმობს ნაწარმოების
გმირის ,,ტყავში ჩაძვრომას’’, პერსონაჟების მიმართ ემპათიის განცდას. გარდა ამისა,
მართლაც არაერთი ნაწარმოები პირდაპირ ,,გვასწავლის’’ ადამიანურ თანაგანცდას,
სწორი, ჯანსაღი ურთიერთობების საჭიროებასა და აუცილებლობას.
კიდევ რისი გაკეთებაა შესაძლებელი?
კვლევის
პერიოდში ვატარებდი საუბრებს სხვადასხვა თემებზე,კერძოდ:1. მტკენია თუ არა
გული კლასელებისგან?
2.სკოლაში თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ თუ არა?
3.გქონიათ თუ არა უსამართლობის,ძალადობის
შემთხვევები?
4.გიყვართ სკოლაში სიარული?
5.როგორი ურთიერთობა გაქვთ
კლასელებთან?......
ასევე
კვლევაში დამეხმარა კითხვარები მოსწავლეებთან , მშობლებთან საუბრები, ინდივიდუალური საუბრები
პრობლემურ მოსწავლეებთან, თვითშეფასების
და ურთიერთშეფასების გამოყენება.
გამოვიყენე
კითხვარები:
მოსწავლეთა შორის ურთიერთობის დადგენა
კვლევის პრობლემის
გადაჭრაში დამეხმარა შემდეგ ქვეკითხვებზე პასუხის გაცემა:
Ø რა იწვევს მოზარდებში კონფლიქტს
Ø რამდენად ეფექტურია კომუნიკაციის უნარების განვითარება
Ø როგორ ხდება პრობლემის მონიტორინგი
Ø უზიარებენ თუ არა პედაგოგები ერთმანეთს პრობლემის მოგვარების სტრატეგიებს
Ø რომელი აქტივობები გამოვიყენოთ
Ø
იცნობენ
თუ არა მოსწავლეები მოსწავლის ეთიკის ნორმებს
ვფიქრობ კვლევის შედეგად შემცირდება მოსწავლეთა შორის
კონფლიქტური ურთიერთობა და კომუნიკაციის მაჩვენებელი გაიზრდება.
კვლევის მეთოდები
კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა შეგროვების
მეთოდებად გამოვიყენე: დაკვირვება, კითხვარები მოსწავლეებისათვის და მშობლებისათვის,
ფოკუსირებული დაკვირვება და მონაცემთა ანალიზი.
5.
მონაცემთა ანალიზი
დაკვირვებამ
აჩვენა რომ ,მოსწავლეებში კომუნიკაციის უნარების ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის
გარემო ფაქტორებს. გამოიკვეთა ბავშვების მიერ განცდილი ძალადობის ,უსამართლობის შემთხვევები
მომდინარეობს აღზრდაში დაშვებული შეცდომების(მშობლები
ბავშვს არიგებდნენ არავინ დაგჩაგროს, თუ დაგარტყამენ შენც დაარტყი......).ამის გამო კლასში ზოგადად მართლაც
ჭირდა ურთიერთობები ,ადგილი ჰქონდა ერთმანეთის დაცინვას, მეტსახელის შერქმევას, უხეშობდნენ
დასვენებაზე....
პრობლემის
გადასაჭრელად კიდევ ერთხელ გავესაუბრე კოლეგებს
,მიზანი გახლდათ მათი მოსაზრებების მოსმენა და გაზიარება. პირად საუბრებში მოსწავლეები
ასახელებდნენ რა უშლიდათ ხელს ურთიერთობის მოგვარებაში .ამიტომ ჩემი მიზანი გახდა სხვადასხვა აქტივობების
გამოყენება , რომ მოსწავლეებს გასჩენოდათ თვითშეფასების
მაღალი უნარი და გაეთავისებიათ იმ ადამიანების
ადგილზე თავი ვინც კონფლიქტის დროს იჩაგრება.
კლასში შემსვლელი
მასწავლებლების დაკვირვების შედეგად ასევე გამოიკვეთა პრობლემის აქტუალობა. მოსწავლეებში
დაბალი კომუნიკაციის არსებობა იყო კონფლიქტების მიზეზი .ჩემი როგორც დამრიგებლის პრინციპად
გავიხადე გუნდურობის განცდის ჩამოყალიბება
კლასში. მოსწავლეებს გაუჩნდათ პასუხისმგებლობის უნარი ერთმანეთის მიმართ. კლასის დევიზად ავირჩიეთ ურთიერთობის ოქროს წესი
,,არ მოექცეთ სხვებს ისე როგორც არ გინდათ, რომ თქვენ მოგექცნენ“.
პრობლემის
მოგვარებაში აქტიურად გამოვიყენე ფოკუსჯგუფი
,დისკუსიის ეს სახეობა დამეხმარა მოსწავლეებს გამოეხატათ თავიანთი შეხედულებები ღიად , გულახდილი საუბრები მათთვის გახდა უკეთ დაახლოების საშუალება, ვხედავდი როგორ შეიცვალა დამოკიდებულება , ბავშვებმა სხვა თვალით დაინახეს ერთმანეთი ,გაუჩნდათ
სუსტის დაცვის , მეგობრობის ,ემპათიის გრძნობა.
6.
კვლევის
მიგნებები
მონაცემთა ანალიზით გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება ,მოსწავლეთა შორის
კონფლიქტის და დაბალი კომუნიკაციის მიზეზია არის :
v
მკვეთრად
განსხვავებული სოციალური გარემო
v
დაბალი თვითშეფასება
v
პიროვნული
თვისებები
v
ქცევის
პრობლემები
v
თვითკონტროლის
უნარის ნაკლებობა
v
მშობლების
მიდგომა პრობლემურ ბავშვებთან
v
თვითდამკვიდრების
გზების ძიება
8.შესაძლო
ინტერვენციები
კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციის და მონაცემების ანალიზის საფუძველზე ,კომუნიკაციის უნარის და მოსწავლეთა შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებისათვის შევიმუშავე სავარაუდო ინტერვენციის რამდენიმე ვარიანტი:
Ø
დღიურის წარმოება მასწავლებლის მიერ
ბავშვებს შორის არსებული ურთიერთობის დასადგენად დავგეგმე ასეთი მონიტორინგი :ყოველ პარასკევს ვთხოვდი მოსწავლეებს ,ფურცელზე ჩამოეწერათ ოთხი თანაკლასელის სახელი ,ვის გვერდზეც მომდევნო კვირაში დასხდებოდნენ გაკვეთილების დროს.
ამასთან ,ბავშვებმა უნდა დაასახელონ თანაკლასელიც, რომელიც გასული კვირის მანძილზე კარგი მეგობარი იყო მისთვის.
ფურცლებს ანონიმურად მაძლევდნენ .როცა გაკვეთილები დასრულდებოდა ფურცლებს მაგიდაზე ვშლიდი და ვიწყებდი ანალიზს- რომელი ბავშვების გ ვერდით არ სურს არავის დაჯდომა ,ან რომელმა ბავშვმა არ იცის ,ვის გვერდით უნდა ჯდომა .რომელი მოსწავლე დაასახელა უმეტესობამ,, კვირის კარგ მეგობრად“ ,რომელი ბავშვები დარჩნენ თანაკლასელების ყურადღების მიღმა.
ეს დაკვირვება არ ემსახურება საუკეთესო და ყველაზე
სასურველი თანაკლასელის გამოვლენას. ვცდილობ გამოვავლინო ის ბავშვები ,რომლებსაც თანაკლასელები
აიგნორირებდნენ , ან თავად
უჭირდათ ურთიერთობა სხვებთან, ვინ არის
მოძალადე და ვინ ბულინგის
მსხვერპლი . რადგან ხილული
ბულინგი შინაგანი მარტოობის შეგრძნებით იწყება
,ვცდილობ დროულად დავეხმარო ვიდრე გახდბიან მოძალადეები
ან ძალადობის მსხვერპლი.
Ø
სასწავლო პროექტი
მოსწავლეებში დადებითი და უარყოფითი ქცევის განსაზღვრის ,ემპათიის და სწორი ქცევის ჩამოყალიბების მიზნით დავგეგმე სასწავლო პროექტი ,, რა არის კარგი, რა არის ცუდი ‘’
გამომდინარე იქედან,რომ მოსწავლეებში დავინახე პრობლემა,კერძოდ:კლასის რამდენიმე მოსწავლეს უჭირს ამხანაგებთან კომუნიკაცია,ვერ მართავს ქცევას,უჭირთ
სასკოლო ცხოვრების და საკლასო გარემოსთან შეგუება--დავგეგმე სასწავლო პროექტი,,რა არის კარგი,რა არის ცუდი“.
პროექტის მიზანი იყო მოტივაციის შექმნა ,გაარჩიონ მოსწავლეებმა ერთმანეთისაგან დადებითი და უარყოფითი(კარგი და ცუდი)ქცევა.მოახდინონ მათ ირგვლივ არსებული ფაქტების კლასიფიკაცია ორ კატეგორიად, ასევე თვითონ შეძლონ დასკვნის გამოტანა რა სჯობია ყველაფერი კარგი თუ ის რაც ცუდად მიგვაჩნია.
მიმაჩნია ,რომ პროექტზე მუშაობა დამეხმარა კვლევის საკითხის მონიტორინგში . მოსწავლეებმა შეძლეს:
• დააკვირვება საკუთარ ქცევაზე
• მოახდინეს კლასიფიკაცია: რა არის კარგი და რა არის ცუდი
• შეძლეს მსჯელობა , როგორც საკუთარ , ისე გარემოში არსებულ დადებით და უარყოფით სიტუაციებზე.
• დაამუშავეს და და წაიკითხეს მოთხრობები ბულინგზე ,დაცინვაზე .......
• შეძლეს დასკვნის გაკეთება ,თუ რატომ უნდა იყვნენ კარგები და ჩამოუყალიბდათ საკუთარი აზრის დაფიქსირების უნარი.
Ø
განმამტკიცებელი სტიმული
მოსწვლეების წახალისების და ქცევის მართვის მიზნით ბავშვებს ვაჯილდოვებდი კვირის გმირის ,, სერტიფიკატებით”, რომელშიც აღწერილი
იყო ,თუ რა გააკეთეს მათ განსაკუთრებით კარგად. ამ სტიმულით მივაღწიე სასურველი ურთიერთობების ,კონფლიქტის მოგვარების და კლასში
მეგობრული გარემოს ჩამოყალიბება.(კვლევის მანძილზე არ დარჩენილა მოსწავლე ერთხელ მაინც არ მიეღო სერტიფიკატი).
კვლევის მეთოდები:
კვლევის მონაცემთა შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე ჩაღრმავებული ინტერვიუები ,მონაცემების
ანალიზი, ფოკუსჯგუფი, დაკვირვება , კითხვარები.
ფოკუსჯგუფი ჩატარდა მეორე კლასის
მოსწავლეების მშობლებთან .მისი მიზანი იყო მშობლების დამოკიდებულების შესწავლა აღნიშნულ
პრობლემასთან, რაც დამეხმარა კვლევის სწორად წარმართვაში.
კითხვარები მოვამზადე : მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის ,კლასში შემსვლელი მასწავლებლებისთვის.
კითხვარის შევსება პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე დამეხმარა ინფორმაციის შეგროვებაში.
გაქვთ
კონფლიქტი კლასელებთან?
მე მომწონს
ჩემი სკოლა
მშობლების გამოკითხვა
განხორციელებული ცვლილებები
კლასში მოსწავლეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში და კონფლიქტური სიტუაციების აღმოფხვრაში
დამეხმარა ინტერვენციები, კერძოდ მოსწავლეებს
გაუჩნდათ ერთმანეთის დაცვის ,ემპათიის და თანაგრძნობის უნარი.
არასასურველი
ფაქტების დაფიქსირებისას ვთხოვდი მოსწავლეებს ,ერთმანეთის თვალით შეხედათ პრობლემისთვის და ისე გადაეწყვიტათ, რომ ყველას მოთხოვნები გაეთვალისწინებინათ.
კლასში მოვაწყვეთ
ლიტერატურული ნაწარმოების წაკითხვა და ანალიზი
,ვთხოვე მოსწავლეებს დაფიქრებულიყვნენ იმაზე
თუ რა იდგა ამა თუ იმ გმირის საქციელის
უკან. რაზე შეიძლება ფიქრობდნენ და რას გრძნობდნენ ადამიანები კონფლიქტის
ან ბულინგის დროს. მოთხრობების ანალიზის დროს ვცდილობდი მოსწავლეთა მსჯელობა ისე წამემართა, რომ დაენახათ
დადებითი და უარყოფითი მხარე.
ეს აქტივობები
ურთიერთობის გაუმჯობესებასა და კონფლიქტების
აღმოფხვრაში დამეხმარა.
კვლევის პერიოდში სკოლაში სამოქალაქო კლუბმა განახორციელა
პროექტი ,, არა ძალადობას“. სკოლაში დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები,სადაც კარგად იყო გაშლილი
ბულინგი და მისი გადაჭრის გზები. კლასში მოვაწყვეთ თემის განხილვა. ასაკის შესაბამისად მოსწავლეებმა დაგმეს ძალადობა და ვთხოვე დაეხატათ ნახატები ამ თემაზე.შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა
,პატარებმა შეძლეს თემის გააზრება და წარმოადგინეს
საკუთარი თვალით დანახული პრობლემა .მოვაწყვეთ
ნახატების გამოფენა.
განსაკუთრებით
ეფექტურად გამოვიყენე პრობლემის მოგვარებისათვის განმამტკიცებელი სტიმულები. რაც დამეხმარა
ქცევის ფორმირებაში, არ მქონდა იმის მოლოდინი
რომ პრობლემა საბოლოოდ მოგვარდებოდა ,მაგრამ
განხორციელებულმა დაკვირვებებმა აჩვენა რომ
ნაბიჯ- ნაბიჯ შეიძლება მოვახდინოთ სასურველი საბოლოო ქცევის ფორმირება და კლასში კეთილგანწყობილი ურთიერთობის დამყარება.
9.კვლევის
რეკომენდაციები
კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი რეკომენდაციები:
1.
საჭიროა თანამშრომლობის დამყარება პედაგოგებს შორის
გამოცდილების
გაზიარების მიზნით.
2.უმნიშვნელოვანესია ,რომ მასწავლებელი
სისტემატიურად მუშაობდეს კლასში დადებითი ატმოსფეროს ჩამოყალიბებაზე
3. კომუნიკაციის
უნარის ფორმირებას სასკოლო გარემო და ოჯახი ერთობლივად უნდა ახდენდეს.
4.მასწავლებლის
კომუნიკაციის უნარ-ჩვევები და მისი დამოკიდებულება დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეების
განვითარებაზე
5. მასწავლებელი
უნდა იცნობდეს კონფლიქტის მართვის სტრატეგიებს
6. მშობლები აქტიურად უნდა ივნენ ჩართული პროცესში
11.ინტერვენციის
შეფასება
ჩემი ინტერვენციის
შეფასების მიზანს წარმოადგენდა გამეგო:
რამდენად შეუწყობდა ხელს ჩემს მიერ განხორციელებული აქტივობები მოსწავლეებში საკვლევი
პრობლემის მოგვარებას. დაეხმარება თუ არა
დაკვირვების ეს ფორმა მოსწავლეებს ურთიერთობის
გაუმჯობესებაში. შეხვედრების ორგანიზება დაეხმარებათ თუ არა მშობლებს სწორად შეაფასონ შვილის ქცევა და გამონახონ ეფექტური კომუნიკაციის საშუალებები.
კონფლიტებთან
გამკლავება და სტერეოტიპული ცნობიერების შეცვლა მხოლოდ ოჯახისა და სკოლის ერთობლივი
ძალისხმევით შეიძლება .
ბავშვის ცნობიერების
ჩამოყალიბება ბაღის ასაკიდან იწყება , ამდენად მიმაჩნია რომ სკოლამდეილი აღზრდა ძალიან
მნიშვნელოვანია და ძალადობის პატარა ნიშნებსაც კი დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან
ხვალ ის სამართავად გაცილებით რთული იქნება, პრბლემის მოგვარებაში აუცილებელია სკოლისა
და მშობლების ერთობლივი მუშაობა და მშობლის პასუხისმგებლობის გაცნობიერება. ყველა ფაქტს
რეაგირება უნდა მოჰყვებოდეს. ისეთ გარემოში სადაც ვიღაც გარიყული, უკუგდებული და დაჩაგრულია
ბავშვის განვითარება ვერ მოხდება.
დასკვნა
კვლევაში გამოყენებული მეთოდიკა ემსახურებოდა მოსწავლეებში
კომუნიკაციის უნარებუს განვითარებას,კონფლიქტური მოსწავლეების ქცევის კორექტირებას
და დაკვირვებას-რა იწვევს ასეთ ქცევას.ამ დაკვირვებამ აჩვენა თუ როგორ შეიძლება მოზარდს დავეხმაროთ სწორად,საღად შეხედოს თავის
და სხვის ქცევას.შეძლოს დადებითის და უარყოფითის გარჩევა.იცოდნენ კომუნიკაციის მნიშვნელობა
ადამიანებს შორის.შედეგებზე დაყრდნობით შევიმუშავე რეკომენდაციები,რომლებიც დამეხმარა
მოსწავლეთა შორის კომუნიკაციის უნარების და მეგობრული გარემოს ჩამოყალიბებაში.კვლევა
დამეხმარა შევიმუშავო მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნისათვის საჭირო
სტრატეგიები.
კვლევის
ნაკლოვანებები
კვლევის
ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს ის,რომ მშობლების ნაწილმა არ მიიღო მონაწილეობა,იყვნენ
პასიურები აქტივობების განხორციელებაში.სასურველი იყო ყველა მშობელს( განსაკუთრებით
რთული ყოფაქცევის მოსწავლეთა მშობლებს)მიეღოთ მონაწილეობა და დაეფიქსირებიათ თავიანთი შეხედულებები,რათა ერთობლივად
შეგვექმნა სასურველი კომუნიკაციის,თანამშრომლობის და სწორი ქცევის ჩამოყალიბების სტრატეგიები.
6 .მონაცემთა ანალიზი
მონაცემთა ანალიზით გამოვლინდა,რომ
მოსწავლეების უმეტესობა დადებითად აფასებს კლასში არსებულ გარემოს,რადგან თვლიან რომ სკოლაში სიარული მათთვის სახალისოა და მეგობრობაც
ისწავლეს.აღარ ძალადობენ ერთმანეთზე კითხვარის მიხედვით გამოიკვეთა ასეთი სურათი:ყოველივე ამის ანალიზის შედეგად კლასში
ჩამოყალიბდა მეგობრული ურთიერთობა,გაჩნდა მოსწავლეებში ემპათიის გრძნობა,ადგილი
აღარ აქვს გარიყვის ფაქტებს,ჩემი
მოსწავლეები ცდილობენ დაეხმარონ თავის
ამხანაგს თუკი რაიმე უჭირს,უთითებენ ერთმანეთს თუ რაიმეს აშავებს ვინმე.......
ბიბლიოგრაფია
1. ინასარიძე მ, ლობჟანიძე ს, რატიანი მ,
სამსონია ი. „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და
კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“ ნაწილი II მასწავლებლის პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016 http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf
2. ლობჯანიძეს. „როგორ წარვმართოთ პედაგოგიური
კვლევები“ ინტერნეტჟურნალი „მასწავლებელი“ 2012 წლის 3
მაისი. http://mastsavlebeli.ge/?p=281
3. გიორგაძე მიხ. „როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ
კვლევებზე?“ / ციფრული რესურსიhttp://www.slideshare.net/mylenss/ss-15892201
4. ზურაბიშვილი თ. „თვისებრივი მეთოდები
სოციალურ კვლევაში“ სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი 2006 წ. http://old.ucss.ge/geo/publication/publications_detail.php?ID=173
5. გაკვეთილის პროცესის წარმართვაში მოსწავლეთა
მონაწილეობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები (29 აგვისტო, 2014) მანანა
ბოჭორიშვილი http://mastsavlebeli.ge/?p=1915
ვლევა ჩაატარა-დაწყებითი კლასის მასწავლებელმა
ნანა ტყემალაძემ
ღვანკითის საჯარო სკოლა 2018
წელი
No comments:
Post a Comment